თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება 2002 წლის 25-26 ნოემბერს გამართავენ პროფესორ გურამ რამიშვილის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 15 ოქტრომბრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციის ძირითადი თემები:
ენის ფილოსოფია
ენათეცნიერება და ანთროპოლოგია
ენათმეცნიერება და კულტურის თეორია
ენა, განათლება და პოლიტიკა
ენა და ლიტერატურა
მშობლიური ენა, ორენოვნება და მრავალენოვნება
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული
რეგლამენტი:
პლენარულ სხდომაზე –30 წუთი;
მოხსენება სექციის სხდომაზე – 20 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
საკონტაქტო პირი: თინათინ ბოლქვაძე